logo
ENG


ნაცვლიშვილი: კორუფცია და კრიმინალი ქართული ოცნების სამარკო ნიშანი გახდა
  • 502ნახვები

კორუფცია და კრიმინალი ქართული ოცნების სამარკო ნიშანი გახდა. ის, რაც ხდება წერეთლის გამზირთან მიმართებით, ის რაც ხდება ათობით საჯარო სკოლასთან მიმართებით, თბილისსა თუ სხვა რეგიონებში. როდესაც ხელისუფლება არჩევს კომპანიებს, რომლებიც თავიდანვე ნათელია, რომ ვერ შეძლებენ შეასრულონ ხარისხიანად და დროულად ჩაბარებული სამუშაოები, მაგრამ ხელისუფლება მაინც მათ არჩევს და აქ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ჩანს, მათ შორის კორუფციული ინტერესები.

აი, ამ კორუფციაში და შეგახსენებთ, კორუფცია არ არის რიგითი მოვლენა, კორუფცია არის ძალიან მძიმე სისტემური დანაშაული, აი, ამ მძიმე კორუფციულ გარიგებებშიც ჩაძირა ქართულმა ოცნებამ საქართველო, რის შედეგადაც ყოველდღიურად ზარალდებიან საქართველოს მოქალაქეები. დავუსვამ კითხვას ბიძინა ივანიშვილს, როცა ის საქართველოს მოქალაქეებს ჰპირდებოდა სამართლიანი გარემოს, კანონის უზენაესობას და “ძალიან კარგ მე-2 წელიწადს”, მე-12 წელია, ხელისუფლებაში ხართ ბატონო ბიძინა, სად არის და როდის იქნება, როდის დადგება ის “ძალიან კარგი მე-4 წელიწადი?”

განაცხადა ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ მერიამ წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი შეუწყვიტა. საქმე ეხება ორ კონტრაქტორ კომპანიას - შპს ერ ტე დეს და შპს მილენიუმ ბილდერს გრუპს.



ასევე ნახეთ
close დახურვა