logo
ENG


პაპუაშვილი: თუ კობახიძე გახდება პრემიერი, ეს იქნება ისტორიული მომენტი დემოკრატიისთვის
  • 467ნახვები

ირაკლი ღარიბაშვილმა თავად გახსნა საკუთარი გადაწყვეტილება, თუ რატომ ტოვებს ის პრემიერმინისტრის პოსტს და რატომ ინაცვლებს ის პარტიაში. რაც შეეხება მის პრემიერმინისტრობის პერიოდს, ვფიქრობ, ყველა თანხმდება, მათ შორის ოპოზიციაც, რომ ეს 3 წელი იყო გამორჩეული პოლიტიკური და ეკონომიკური მიღწევებით, საქართველომ შეძლო რომ ფაქტობრივად, იმ გამოწვევებით სავსე გარემოში, რაც ჩვენს გარშემო არის უსაფრთხოების მხრივ, მათ შორის პანდემიის ბოლო ეტაპი დაემთხვა მის პრემიერმინისტრობას, მისი ხელმძღვანელობით საქართველომ შეძლო ისტორიული პოლიტიკური მიღწევები ჰქონოდა სტატუსის სახით და ასევე, ისტორიული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები. [...]

რაც შეეხება ახალ პრემიერმინისტრს, კანდიდატურა ხვალ პოლიტსაბჭოზე იქნება განხილული, რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძე არის ის კანდიდატურა, რომელზეც მსჯელობს პარტია და აქაც მნიშვნელოვანია ერთ რამეს გაესვას ხაზი, იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი კობახიძე გახდება პრემიერმინისტრი, ესეც იქნება ისტორიული მომენტი. სხვა კანდიდატურა არ განიხილება. ისტორიული მომენტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის, ვინაიდან პირველად, მას შემდეგ რაც საქართველო გადავიდა საპარლამენტო რესპუბლიკის წყობაზე, პრემიერმინისტრი წამოვა რეალურად საპარლამენტო წიაღიდან და ეს არის პრინციპში მიზანი და იდეა საპარლამენტო დემოკრატიისა.

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. 

29 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის. 



ასევე ნახეთ
close დახურვა