logo
ENG


კობახიძე: ხელისუფლებაში ენმ-ის დაბრუნება რჩება სალომე ზურაბიშვილის აუხდენელ ოცნებად
  • 371ნახვები

ჩვენი მხარდაჭერა დღეს არის 60%-მდე. მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში 55%-დან 60%-მდე მერყეობდა ჩვენი მხარდაჭერა, რაც არის 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში ზოგადად კოალიცია გამორიცხულია, წინ არის კიდევ დაახლოებით 7-8 თვე არჩევნებამდე, მაგრამ არსებით ცვლილებებს ბუნებრივია, არ ველოდებით.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ოპოზიცია, განსაკუთრებით მისი რადიკალური ნაწილი განწირულია მარცხისთვის. მეორე - როცა საუბრობენ კოალიციაზე, აქ სინამდვილეში იგულისხმება ნაცმოძრაობის დაბრუნება ხელისუფლებაში. გასაგებია რაც იგულისხმება ამ ყველაფერში - ნაცმოძრაობის გარშემო უნდა შეიქმნას კოალიცია, აქ ჩაერთვებიან სალომე ზურაბიშვილი, ლელო და ა.შ. ეს ყველა ერთი ხალხია, ერთი ნიშნით არიან წარმოდგენილები. აქედან გამომდინარე თუ ვინმე საუბრობს ენმ-ის დაბრუნებაზე ხელისუფლებაში, ეს შეუძლებელია. ვერანაირი შეფუთვით ნაცმოძრაობა ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში.

ერთი ფაქტორი კიდევ ერთხელ, ჩვენი მხარდაჭერა მუდმივად 55%-დან 60%-მდეა. ოპოზიციას რაც შეეხება, ნაცმოძრაობის ბოლო რეიტინგი იყო 18% და ვერც ერთი სხვა პარტია დღევანდელი მოცემულობით ვერ ახერხებს 5%-იანი ბარიერის გადალახვას. ასეთ პირობებში, ნაცმოძრაობის დაბრუნება ხელისუფლებაში რჩება სალომე ზურაბიშვილის აუხდენელ ოცნებად.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ. ჟურნალისტებმა მას სთხოვეს სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასება, სადაც პრეზიდენტი კოალიციური მთავრობაზე საუბრობს.



ასევე ნახეთ
close დახურვა