logo
ENG


ვოლაკი: საქართველოში არჩევნები ბოლო 20 წელში საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა
კენეტ ვოლაკი
06 მარ, 2024 12:27
ვოლაკი: საქართველოში არჩევნები ბოლო 20 წელში საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა
  • 446ნახვები

წელს იქნება ტესტირების სერია, რათა განისაზღვროს, დაიწყება თუ არა გაწევრიანების მოლაპარაკებები ოქტომბერში. ეს ტესტები მოიცავს ე.წ ცხრა ნაბიჯის შესრულებას საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობას და რა თქმა უნდა, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ოქტომბერში.

ეს წელი არჩევნების წელია გლობალურად. არჩევნების კუთხით არსებობს ნაცრისფერი ზონები, ისეთი როგორიც საქართველოშია. ბოლო წლების განმავლობაში არჩევნები იყო მეტ-ნაკლებად წარმომადგენლობითი, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ნაკლოვანებებით - სუსტი ინსტიტუტები სახელმწიფო რესურსების გამოყენების და ისეთი მონაწილეების ქმედებების ფონზე, რომლებიც არღვევენ საარჩევნო კანონს და მოქმედებენ ზოგადად დაუსჯელად.

იმ დროს, როდესაც არჩევნები საქართველოში უკეთესია, ვიდრე მის ბევრ მეზობელ ქვეყანაში, ის საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა ბოლო 20 წლის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც ჩაშლილმა არჩევნებმა ვარდების რევოლუცია გამოიწვია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2024 წელს იქნება ამ მონაცემების გაუმჯობესება.

თქვა საერთაშორისო ამერიკული ორგანიზაცია დემოკრატიის ეროვნული ფონდის თავმჯდომარემ კენეტ ვოლაკმა უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც რონდელის ფონდის ორგანიზებით მიმდინარეობს.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა