logo
ENG


გვარამია: საჭიროა, ახალმა სახეებმა შეცვალონ არა მარტო ივანიშვილი, არსებული პოლიტიკური ელიტაც
  • 316ნახვები

ჩემი და ნიკას დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ცალსახა და ერთგვაროვანი, ჩვენ გზა უნდა გავუხსნათ ახალ ადამიანებს, ვისაც შეუძლია ჩვენზე უკეთ, ჩვენზე ხანგრძლივად ემსახუროს ამ ქვეყანას. ჩვენ ეს გვჭირდება, მე მჭირდება, ჩემს შვილებს სჭირდება, რომ ეს თაობები, ადამიანები მოვიდნენ და შეცვალონ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, არამედ არსებული პოლიტიკური ელიტაც, რომელიც დიდი ბოდიში ყველასთან, ჩემი აზრით, უკვე მოძველდა. ჩვენ ახლა ვართ ერთი სუბიექტი, ერთი სახელით და ნომრით, ამიტომ ცალ-ცალკე განცხადებებს აღარ გავაკეთებთ.

განაცხადა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

დღეს ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას გუნდები გაერთიანდნენ. პარტიის სახელი იქნება ახალი, საარჩევნო ნომერი კი - 4. 



ასევე ნახეთ
close დახურვა