logo
ENG


ზურაბიშვილი: ეს წელი მნიშვნელოვანია ევროპული მომავლისთვის, საჭიროა დიასპორის აქტიურობა
  • 370ნახვები

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის, ამ წელს 26 ოქტომბერს ჩატარდება არჩევნები და თქვენ ყველამ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს არჩევნები და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება თქვენი, დიასპორის მონაწილეობა ამ არჩევნებში. დიდი ხანია არ ყოფილა ასეთი ინტერესი დიასპორიდან საქართველოს არჩევნებში და გასაგებია, რომ ეს დაკავშირებულია იმ ახალ იმედთან, რაც დაიბადა იმის შემდეგ, რაც საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ეს წელი, ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული მომავლისთვის, რამეთუ წლის ბოლოს შესაძლებელია, მოსალოდნელია და საიმედოა, რომ გაიხსნება გაწევრიანების მოლაპარაკებები, მაგრამ ამ ყველაფრისთვის საჭიროა, რომ იყოს მაქსიმალური აქტიურობა.

განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორასთან ონლაინ შეხვედრის დროს.



ასევე ნახეთ
close დახურვა