logo
ENG


სააკაშვილი: უნდა ვიყოთ ერთიანი - არც კანონის გატანის, არც არევის საშუალება არ უნდა მივცეთ
  • 244ნახვები

რაც შეეხება პროვოკაციას "უცხოელი აგენტების კანონის" თაობაზე, "ოცნებამ" იცის, რომ მათი მმართველობა მთავრდება. მათ გაანადგურეს ეკონომიკა, უსაშველოდ აწიეს ფასები, ასობით ათასი ქართველი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო.

ახლა ამ რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, მტკიცე და არც კანონის გატანის, არც არევის საშუალება არ უნდა მივცეთ. არჩევნებამდე გაძლიერებული უნდა მივიდეთ. მოვიყვანოთ ახალი მთავრობა, რომელიც "ოცნებასთან" ერთად სიღარიბესა და უპერსპექტივობას მოგვაშორებს.

 

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას ეხმაურება.



ასევე ნახეთ
close დახურვა