logo
ENG


ბორელი რუსული კანონზე: EU-ს საგარეო მინისტრებმა კანონის გამო შეშფოთება გამოხატეს
ჯოზეფ ბორელი
22 აპრ, 2024 20:50
ბორელი რუსული კანონზე: EU-ს საგარეო მინისტრებმა კანონის გამო შეშფოთება გამოხატეს
  • 407ნახვები

ჩვენ განვიხილეთ სიტუაცია საქართველოში. საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს მათი შეშფოთება გამჭვირვალობისა და უცხოური გავლენების შესახებ კანონთან დაკავშირებით. ეს კანონი იყო წარდგენილი პარლამენტში. საქართველოს მთავრობის მხრიდან იყო ვალდებულება გაეწვია ეს კანონპროექტი და ის ისევ არ წარედგინათ. ეს არ შესრულდა. მე და ევროკომისარმა ვარჰეიმ გამოვაქვეყნეთ განცხადება, რომელშიც ხაზი გავუსვით იმას, რომ ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია. მე გავიმეორებ - ის შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ევროკომისიამ უნდა წარადგინოს ყოველწლიური ანგარიში ამ მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ ეს კანონი კვლავ წარედგინა პარლამენტს.

განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა პრესკონფერენციაზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა