logo
ENG


ბერაია: ვენეციის კომისიის ისტორიაში უპრეცედენტო დასკვნაა
  • 593ნახვები

ვენეციის კომისიის ბევრი დასკვნა წამიკითხავს მათ შორის ძალიან ბევრ ცუდ კანონზე, აბსოლუტურ უმრავლესობაში არის რაღაც შუალედური წინადადებები, ზოგადად ეგეთი ორგანოა, "მართალია კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზნებს, მაგრამ უკეთესი იქნებოდა მეტი სტეიქჰოლდერი ყოფილიყო ჩართული მის მიღებაში უფრო ინკლუზიური პროცედურით", "კანონი პასუხობს საზოგადოებრივ ინტერესებს, მაგრამ კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-6 პრიმა ნაწილში არსებობს კანონის ბოროტად გამოყენების საფრთხეები"...

ეს არის ვენეციის კომისიის ისტორიაში ისეთი უპრეცედენტო დასკვნა, რომელშიც როგორც კანონის მიღების პროცედურაზე, ასევე შინაარსზე პირდაპირ დედა აქვს ნაგინები, მისთვის დამახასიათებელი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. ეს ყოფილა ევროპის გაოცების დაპირება.

წერს იურისტი გიორგი ბერაია Facebook-ზე.

ვენეციის კომისიამ რუსულ კანონთან დაკავშირებით კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა