ვიცით, რამხელა ტურნირზეც ვთამაშობთ. აქამდე მოვედით იმ შრომით, იმ თავდადებით, იმ ტალანტით, რაც ჩვენ გვაქვს... ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსლვა და გაძლიერება, მეტი არაფერი დარჩა, იმიტომ, რომ ჩვენ პატარები გვიყურებენ და იმ თვალებით, რითიც გვიყურებენ, აუცილებლად წინ წავალთ.
თქვა მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა. მის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს. მატჩი ესპანეთის სასარგებლოდ 4:1 დასრულდა.