ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით. ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს და ჩვენ მის ყველანაირ ფორმას ვგმობთ. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი ფიქრები ახლა მის და მისი ოჯახის გვერდითაა. ჩვენ ამერიკელი ხალხის გვერდით ვდგავართ!
ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას.