logo
ENG


კობახიძე: ეკონომიკური წინსვლა არის ერთ-ერთი, რის გამოც გვაქვს ისტორიულად მაღალი რეიტინგი
  • 357ნახვები

რეალურად, ისინი [ოპოზიცია] უყურებენ კვლევებს და ხედავენ, რომ ხელისუფლებას აქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა სწორედ პრაგმატული პოლიტიკის გამო, რომელიც ჩვენ გავატარეთ ამ ორი წლის განმავლობაში. მშვიდობის შენარჩუნება (რაც არის ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა) არის ის მთავარი ფაქტორი, რის გამოც ჩვენ გაგვეზარდა რეიტინგი. მეორე - ეკონომიკური წინსვლა არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომლის გამოც ჩვენ გვაქვს ისტორიულად მაღალი რეიტინგი დღევანდელ დღეს და უნდათ, რომ ამ მესიჯებს დააჯდნენ. რეალურად, ვერ ექნება ამ ყველაფერს წარმატება იმიტომ, რომ შეგვიძლია ამოვიღოთ არქივი, რომლითაც დასტურდება, რომ ორი წლის განმავლობაში ისინი სრულიად საპირისპიროს ლაპარაკობდნენ.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა