logo
ENG


კობახიძე: საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობებში ბევრის შეცვლა არ შეუძლია
  • 312ნახვები

უახლოესი 1 წლის განმავლობაში შესაძლებელია, რომ თავიდან ბოლომდე გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. მე შეხვედრაზეც აღვნიშნე და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები არის ძალიან დიდი ქვეყანა მსოფლიო გავლენით. ამ ურთიერთობებში საქართველოს ბევრის შეცვლა არ შეუძლია, ყველაფერი არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხელში. ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. მე დეტალურად ვუთხარი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, თუ რას ველით მათგან უახლოესი ერთი წლის განმავლობაში. ველით, რომ აღარ მოხდება ის, რაც ხდებოდა გასული ოთხი წლის განმავლობაში. თუ თვისებრივად შეიცვლება მიდგომები, ამ შემთხვევაში არაფერი უდგას წინ ურთიერთობების გადატვირთვას.

განაცხადა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში. 

დღეს, საქართველოში ვიზიტის შეჯამებისას სენატორმა ჯინ შაჰინმა და კონგრესმენმა, მაიკ ტერნერმა იმედგაცრუება გამოხატეს, რომ პრემიერისგან აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის საჭურო მზაობა ვერ დაინახეს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა