logo
ENG


გვარამია: ესაა ოცნების საქართველო, როცა ოლიგარქია შუშის ბარიერიდან ელაპარაკება ხალხს
  • 207ნახვები

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული ოცნება არის შუღლის, დაპირისპირების და ქაოსის პარტია, რომელსაც არაფერი არ აქვს შესათავაზებელი ქართველი ხალხისთვის. ჩვენ, კოალიცია ცვლილებისთვის, არ ვაპირებთ განხილვას რა ილაპარაკა ადამიანმა, რომელიც მოსახლეობასთანაც შუშის ბარიერებს იშენებს და საკუთარ გუნდთანაც, საკუთარ გუნდსაც ელაპარაკება შუშის ბარიერებიდან. ეს არის ზუსტად ქართული ოცნების საქართველო, როცა ოლიგარქია და უსამართლოდ და უსაფუძვლოდ გამდიდრებულები შუშის ბარიერიდან ელაპარაკებიან მოსახლეობას.

ამბობს კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია და ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლას ეხმაურება.

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი სიტყვით მცხეთაში გამოვიდა, საიდანაც მმართველმა პარტიამ 21 აგვისტოს წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ბიძინა ივანიშვილმა შეკრებილებს მისთვის განცალკევებით მოწყობილი შემინული ტრიბუნიდან მიმართა.



ასევე ნახეთ
close დახურვა