logo
ENG


კალაძე ივანიშვილზე: სიფრთხილეს თავი არ სტკივა - ტრამპს კლავდნენ, არ ვიცი, როგორ გადარჩა
კახა კალაძე
22 აგვ, 2024 13:15
კალაძე ივანიშვილზე: სიფრთხილეს თავი არ სტკივა - ტრამპს კლავდნენ, არ ვიცი, როგორ გადარჩა
  • 339ნახვები

წარმოგიდგენიათ, ამერიკაში მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია და ერთ-ერთ კანდიდატს ესროლეს, კლავდნენ ჩვეულებრივად. შესაბამისად, ყველაფერს იკადრებენ. ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელსაც დიდი როლი აქვს იმაში, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია მშვიდობა, სიმშვიდე, ქართული ოცნება ატარებს პრაგმატულ პოლიტიკას და ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კარგად ხედავს, ამიტომ, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები გაზრდილია. თქვენ ნახეთ ალბათ ტრამპის საჯარო გამოსვლა. რა თქმა უნდა, ყველა იცავს ამ უსაფრთხოებას და ჩვენც შესაბამისად ვიქცევით. ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, დაამთავრა ბოროტება, რომელიც იყო წარმოდგენილი ნაციონალური მოძრაობის სახით და გვიმტკიცებდნენ, რომ თითქოს ეს იყო დემოკრატიის შუქურა. ბიძინა ივანიშვილმა გადადო ყველაფერი, თავისი სიცოცხლის და ოჯახის ფასად და 2012 წელს დაამარცხა ბოროტება. ეს ძალა არსად წასულა, ისევ აქ არის. ეს არის რადიკალური დაჯგუფება - დავარქვათ "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა", რომელიც იმართება გარედან და რომლებიც ყველაფრის მკადრებლები არიან. შესაბამისად, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. რატომ არ უნდა დავიცვათ ადამიანი. ნახეთ, რომ ტრამპს პირდაპირ კლავდნენ. ადამიანი გამოდიოდა სიტყვით, ესროლეს და განწირული იყო. არ ვიცი, როგორ გადარჩა

 

განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში. 

*რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი სიტყვით მცხეთაში გამოვიდა, საიდანაც მმართველმა პარტიამ 21 აგვისტოს წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ივანიშვილმა შეკრებილებს მისთვის განცალკევებით მოწყობილი შემინული ტრიბუნიდან მიმართა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა