logo
ENG


ჯეჯელავა სახელმწიფო რელიგიაზე: სერიოზული გეგმაა ეკლესიის კონტროლის ქვეშ მოქცევის
  • 297ნახვები

თუ მათ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადეს, ეს ძალიან სერიოზული გეგმა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დაშლის თუ არა, საბოლოოდ კონტროლის ქვეშ მოქცევის.

მე ვიცი წლების წინ, როდესაც ეს საკითხი დაიძრა, როგორი იყო პატრიარქის მოსაზრება, ის იყო კატეგორიული წინააღმდეგი ამის, ახლა თუ ისარგებლებენ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობით და მისი ნებართვის გარეშე და მასთან შეთანხმების გარეშე მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, თორემ შეუძლებელია, პატრიარქი ამას დათანხმდეს.

ამბობს ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ფორმულას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ქართულ ოცნებას სურს, მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა