logo
ENG


ქოჩორაშვილი: ბავშვობაში რომ ეთქვათ, ნაკრებში გოლების გატანა შეგეძლებაო, არავის დავუჯერებდი
  • 275ნახვები

დიდი მადლობა პირველ რიგში იმ ხალხს, ვინც საგულშემატკივროდ ჩამოვიდა და მადლობა მათ, ვინც ტელევიზორით გვიყურებდა, მადლობა მათ. ჩვენ ეს შევძელით დღეს, მაგრამ ამით არ ვჩერდებით. ვიცით, რომ ერთ თვეში უკან მოგვიწევს დაბრუნება და უფრო მაღალ დონეზე უნდა შევძლოთ უკრაინასთან თამაში. ალბათ, ბავშვობაში რომ ეთქვათ, ეროვნულ ნაკრებში გოლების გატანა შეგეძლებაო, არავის დავუჯერებდი პოზიციიდან გამომდინარე. მაგრამ, არასდროს უნდა დანებდე, შენი თავის უნდა დაიჯერო, იშრომო შენი მიზნებისთვის და აუცილებლად აგიხდება.

მადლობა ღმერთს, რომ დღევანდელი დღე დადგა. ვიცი, რომ ამაზე არ გავჩერდები არც მე და არც ჩემი გუნდელები. ამის საშუალებას არც მე მივცემ ჩემს თავს და არც ჩემი გუნდელები მომცემენ...

ჩემთვის ეს კაპიტან ამერიკაა. როგორც იცით, მისი ბავშვობის ისტორია ძალიან ცუდი იყო, მაგრამ ის შეუპოვრობა ჰქონდა, რომელიც მეც გამაჩნია, ასე ვფიქრობ. ბავშვობაში ყველა მეუბნებოდა, რომ სუსტი ვიყავი, არ ვიქნებოდი მზად არც დიდი ევროპული ფეხბურთისთვის, მაგრამ ვფიქრობ რომ პირველ რიგში ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ შემიძლია ამ დონეზე თამაში და შემდეგ ყველას დავუმტკიცე რომ შეუპოვარი ვარ, ძლიერი ვარ და გავაგრძელებ წინ სვლა.

თქვა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრმა გიორგი ქოჩორაშვილმა. დღეს საქართველომ ალბანეთი 1:0 ანგარიშით დაამარცხა. მატჩში ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.



ასევე ნახეთ
close დახურვა