logo
ENG


კოფი: დაუპატიჟებლობაზე უარესია, როცა გიწვევენ, მერე კი გიუქმებენ მიწვევას, ეს სამარცხვინოა
ლუკ კოფი
29 სექ, 2024 12:47
კოფი: დაუპატიჟებლობაზე უარესია, როცა გიწვევენ, მერე კი გიუქმებენ მიწვევას, ეს სამარცხვინოა
  • 209ნახვები

ერთადერთი რამ რაც დაუპატიჟებლობაზე უარესია, მიგიწვიონ, შემდეგ კი ეს მიწვევა გააუქმონ. ვფიქრობ, ეს ძალიან სამარცხვინოა საქართველოს მთავრობისთვის. სამწუხაროდ ყველაფერი რაც ხდება, იქნება ეს პრეზიდენტ ბაიდენთან მიღებაზე მიწვევის გაუქმება თუ მისი კაბინეტის წევრებთან შეხვედრის გაუქმება, ან NATO-ში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით რაიმე პროგრესის მოუხსენიებლობა, ეს ყველაფერი იმის შედეგია რაც საქართველოში ხდება...

არ ვიცი ამერიკის მთავრობა რას ელოდება?! მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი მათი სანქციების აღსრულებაა. ასეთი სანქციების დაწესებამ შესაძლოა თავი უკეთ გვაგრძნობინოს იმის დანახვით, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად რაღაცას ვაკეთებთ, მაგრამ საინტერესოა პრაქტიკულად რას შეცვლის ეს საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

განაცხადა ანალიტიკური ინსტიტუტის, The Heritage Foundation-ის ანალიტიკოსმა, ლუკ კოფიმ ამერიკის ხმასთან საუბარში.

*აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტრადიციულ მიღებაზე სტუმრების სიიდან ირაკლი კობახიძე ამოიღოფორმულას აშშ-ის საელჩოში უთხრეს, რომ მიზეზი საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და დეზინფორმაციის მიმართ მზარდი შეშფოთებაა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა