logo
ENG


ხაზარაძე ლავროვის განცხადებაზე: ეს რიგითი პროვოკაციაა
  • 233ნახვები

ეს არის რიგითი პროვოკაცია, რომელიც განსაკუთრებით თავს იჩენს ხოლმე, როცა არჩევნებია. ასეთი განცხადება ვითომ ქართულ ოცნებას ეხმარება, რომ ეიფორია შეიქმნას, თითქოს რუსეთი რაღაცას დააბრუნებს ან დაარეგულირებს. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთმა ჩვენ წაგვართვა არა მარტო ტერიტორიები, არამედ ადამიანების სიცოცხლე.

რუსეთი დღეს სისხლისმღვრელ ბრძოლას და ომს აწარმოებს უკრაინელების წინააღმდეგ, ამიტომ, სანამ ეს ყველაფერი არ დაინგრევა, პირველ რიგში, ცრუ პროპაგანდა და ადამიანები არ გამოფხიზლდებიან, რომელსაც კიდევ სჯერათ რაღაც ილუზიების, აქ ჩვენ წინსვლა არ გვექნება. ამიტომ ჩემი შეფასება არის ზუსტად ისეთივე, როგორც შარშან, შარშანწინ და ბოლო 33 წლის განმავლობაში იყო, როცა რუსეთმა საქართველოს 20% დაიპყრო და იმ დღიდან ყველა ვამბობთ, რომ რუსეთი არის აგრესორი და ომის გამომწვევი.

აცხადებს კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი მზადაა, საქართველოს "მეზობელ ქვეყნებთან" - აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, "თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან, მათ შორის, თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფის კუთხით".



ასევე ნახეთ
close დახურვა