logo
ENG


ჭყონია: ინვესტიციები არც განიხილება, რადგან, პირველ რიგში, გვყავს სანქცირებული მოსამართლეები
თემურ ჭყონია
17 ოქტ, 2024 22:01
ჭყონია: ინვესტიციები არც განიხილება, რადგან, პირველ რიგში, გვყავს სანქცირებული მოსამართლეები
  • 218ნახვები

ინვესტიციების თემა, მოკლედ რომ გითხრათ, დღევანდელ სიტუაციაში არც განიხილება. ინვესტორობა ხელობაა, პროფესიაა. ინვესტორობა არ არის ემოციაზე აგებული. ინვესტორები განსხვავებული აბსოლუტურად ტიპები არიან. [...] არც განიხილება, რომ საქართველოში ინვესტიცია ჩამოვიდეს დიდი პროგრამებით. პირველ რიგში, იმიტომ, რომ გვყავს სასამართლოს სანქცირებული მოსამართლეები, რომლებსაც ვიცავთ. ვერ გამიგია, რატომ ვიცავთ, როდესაც სანქცირებულია. რა მიზანი გვაქვს - გაჭირვებულს ვუდგავართ გვერდში? სახელმწიფოს იმიჯზე მოქმედებს ყველაფერი.

განაცხადა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გადაცემა სანაიას ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა