logo
ENG


ჭყონია: ახალგაზრდები ესაა თაობა, რომელმაც ევროკავშირის სტატუსი მოგვაპოვებინა
თემურ ჭყონია
17 ოქტ, 2024 22:16
ჭყონია: ახალგაზრდები ესაა თაობა, რომელმაც ევროკავშირის სტატუსი მოგვაპოვებინა
  • 158ნახვები

საქართველოში არსებობენ საბჭოთა ქართველები და არიან ქართველები, რომლებიც დაიბადნენ თავისუფალ საქართველოში და საბჭოთა საქართველოსთან კავშირი არ აქვთ. საბჭოთა ქართველებში ხშირ შემთხვევაში არის გამძაფრებული შიში, მლიქვნელობა, მორგება, რომ რაღაცნაირად ქვეყანას და მთავრობას მოერგონ. რაც არ უნდა განათლებული და წარმატებული იყოს, საბჭოთა ქართველის შიში არსებობს. მაგრამ არსებობს არმია - ახალგაზრდა თაობის, წარმოუდგენელი სიძლიერე, ქვეყნის სიმდიდრე, რომელიც თავისუფალია, ლაღია. ეს არის თაობა, რომელმაც ევროკავშირის სტატუსი მოგვაპოვებინა. ნანა მალაშხია, დროშით რომ იდგა - სულ თვალწინ მიდგას ეს სურათი - ასეთმა მომენტებმა მოგვანიჭეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. სხვა არაფერი დადებითი არ გვქონდა ჩვენ. ევროპამ დაინახა, რომ ეს არის ჯგუფი, თაობა, რომელსაც უნდა სცეს პატივი, თაობა, რომელსაც აგებულია მომავალი. ეს არის თაობა, რომელმაც ქვეყანა უნდა მართოს და რაც ჩქარა უკეთესი. ეს თაობა სიმდიდრეა ჩვენი, რომელმაც ქვეყანა გადაარჩინა.

 

განაცხადა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გადაცემა სანაიას ეთერში.



ასევე ნახეთ
close დახურვა