გელოდებით ყველას, 19:00 საათზე, რუსთაველზე. არის უმნიშვნელოვანესი დღე, ჩვენ ვითხოვთ ახალი არჩევნების ჩატარებას და არ ვეგუებით არჩევნების მიტაცებას ქართული ოცნების მხრიდან, რაც უკვე უტყუარად დადასტურებულია. ვფიქრობ, დღეს საქართველოს რუკა როგორც დაამახინჯეს ამ ადამიანებმა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ყველანი მივიდეთ და ამ ვიგინდარებს გავცეთ პასუხი ამ პროტესტით.
თქვა ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
3 ოპოზიციური კოალიციის გაერთიანება 17:00 საათზე სადგურის მოედნიდან რუსთაველის მიმართულებით მსვლელობას დაიწყებს. 19:00 საათზე რუსთაველზე საპროტესტო აქცია დაიწყება.