logo
ENG


მაჭავარიანი: ბრიტანელები არიან დიფ სთეითის გავლენის ქვეშ
  • 95ნახვები

ჩვენთვის თავიდან ბოლომდე დაკარგა ინტერესი ბრიტანელები რას განაცხადებენ, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე არიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის იგივე "დიფ სთეითის" გავლენების ქვეშ და სხვათა შორის, ამაზე ძალიან ბევრს საუბრობს ლიზ ტრასი, რომელიც ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახლდათ. რაც ბრიტანეთმა იკადრა, ერთი მხრივ, როდესაც მათმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩვენს ხელისუფლებას დააბრალა ისეთი აბსურდული ზღაპარი, რომლისაც, ალბათ, პატარა ბავშვსაც არ სჯერა, რომ თითქოს მოსახლეობა დავწამლეთ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღით და მოწამლული არავინ არ არის. მეორე მხრივ, ბრიტანეთის თავდასხმა გვახსოვს ცოტა ხნის წინ თავისუფალ სიტყვაზე ჩვენს ქვეყანაში, როდესაც მათ დაასანქცირეს "იმედი" და "პოსტვ" აბსურდული არგუმენტით, რომ თითქოს ამ ტელევიზიების გავლენებით ირყევა უკრაინის სუვერენიტეტი. შესაბამისად, ამ ქმედებებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის აბსოლუტურად დაკარგა ინტერესი, რას განაცხადებს კონკრეტული დეპუტატი ან ბრიტანეთის პარლამენტი, ვინაიდან ისინი, სამწუხაროდ, აცდენილები არიან იმ ღირებულებებს, რა ღირებულებებზეც დიდი ბრიტანეთი იდგა და გამოირჩეოდა თავისი დემოკრატიული ხაზის გატარებთ. სულ რაღაც 2 წლის წინ ბრიტანეთში კონსერვატიული შინაარსის "ფეისბუქ" პოსტებისთვის 24 ათასზე მეტი მოქალაქე იქნა დაკავებული. ესეც კი მეტყველებს, რა მძიმე მდგომარეობაშია დემოკრატია ბრიტანეთში

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა