logo
ENG


რომის პაპი: ღმერთს ვერავინ გამოიყენებს ომის გასამართლებლად
  • 73ნახვები

ძმებო და დებო, ეს არის ჩვენი ღმერთი: იესო, მშვიდობის მეფე, რომელიც უარყოფს ომს, რომელსაც ვერავინ გამოიყენებს ომის გასამართლებლად. ის არ ისმენს მათ ლოცვებს, ვინც ომს აწარმოებს, არამედ უარყოფს მათ. და ამბობს: "მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ლოცულობთ, მე არ მოგისმენთ: თქვენ ხელები სისხლში გაქვთ გასვრილი". როდესაც ჩვენს მზერას მივაპყრობთ მას, ვინც ჩვენთვის ჯვარს ეცვა, შეგვიძლია დავინახოთ ჯვარცმული კაცობრიობა. მის ჭრილობებში დღეს ძალიან ბევრი ქალისა და მამაკაცის ტკივილს ვხედავთ. გვესმის ყველა იმ ადამიანის ტკივილით სავსე კვნესა, ვინც ძალადობით არის დაჩაგრული და ომის მსხვერპლია. ქრისტე, მშვიდობის მეფე, კვლავ ქადაგებს თავისი ჯვრიდან: ღმერთი სიყვარულია, შეიწყალე, დაყარე იარაღი, გახსოვდეთ, რომ თქვენ ძმები და დები ხართ.

განაცხადა რომის პაპმა. მან ბზობის კვირას წმინდა პეტრეს მოედანზე ათიათასობით ადამიანს მიმართა, მისი განცხადებით, იესოს გამოყენება არ შეიძლება ნებისმიერი ომის გასამართლებლად.



ასევე ნახეთ
close დახურვა