logo
ENG


ლიკა გუნცაძე შალუტაშვილს:ვერ ხედავ რუსეთის ჩექმის ქვეშ რომ მიათრევენ ქვეყანასს
ლიკა გუნცაძე
30 მარ, 2026 16:25
ლიკა გუნცაძე შალუტაშვილს:ვერ ხედავ რუსეთის ჩექმის ქვეშ რომ მიათრევენ ქვეყანასს
  • 124ნახვები

რა დაგემართა გიორგი! რა დაგმართნია! პირველი "ბუნტარი "იყავი ინსტიტუტში. ახალგაზრდა ლამის დისიდენტი. ნუთუ ვერ ხედავ სად ვართ ნუთუ ვერ ხედავ რა ხალხია დაჭერილი ნუთუ ვერ ხედავ რუსეთის ჩექმის ქვეშ რომ მიათრევენ ქვეყანას?!ნუთუ ვერ ხედავ დიქტატურაში რომ ვართ და რეჟიმი გმართავს! როგორ გიტრიალდება ენა იმ ახალგაზრდებზე რომელიც უსამართლობას აპროტესტებდა და მათ კარგად გვახსოვს დიხლაფოსით დაწამლეთ. თემურ ჩხეიძის სახელოსნოს როგორ მოკიდე ხელი?! ღამე როგორ გძინავს"მეგობარო" რა დაგემართა! რა დაგმართნია! 

დაწერა ანდრო ჭიჭინაძის დედამ შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შალუტაშვილის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც დღეს ქართული ოცნების პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე თქვა: "კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა ვიყოთ. არ შეიძლება, სცენა გამოყენებული იყოს სხვა მიზნებისთვის".



ასევე ნახეთ
close დახურვა