თბილისის ზღვაზე მორიგი ტრაგედია მოხდა. მანამდე დედა-შვილი წაიღო ხობისწყალმა. არადა, წლების წინ ალეკო ცქიტიშვილთან ერთად დავიწყეთ კამპანია @იცურე მშვიდად. სულ მარტივად შეიძლება ამ ყველა ტრაგედიის თავიდან აცილება, გამგეობები ოდნავ მაინც რომ აკეთებდნენ თავიანთ საქმეს.
ყველამ იცის რომელია კარგი და საშიში საბანაო ადგილები. უნდა აღინიშნოს ესენი, კარგ ადგილებში გამოიყოს მაშველები, ხოლო საშიშ ადგილებში ბანაობა აიკრძალოს. ასეთი გეგმა ჩამოვწერეთ, მთავრობას გავუგზავნეთ. თუმცა აქაც ქმედება ნული და კვდება ტყუილად ხალხი ყოველ წელს წყალზე.
წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.