logo
ENG


კალაძე: ეს ძალიან მძიმე ფაქტი და უდიდესი დანაშაულია
კახა კალაძე
10 აგვ, 2026 13:01
კალაძე: ეს ძალიან მძიმე ფაქტი და უდიდესი დანაშაულია
  • 778ნახვები

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას, რომელსაც სააკაშვილი და მისი რეჟიმი წარმოადგენდა. თუ ეს ყველაფერი იცოდნენ, რომ მზადდებოდა ავანტიურა, არ იმოქმედეს და არ გაატარეს შესაბამისი პოლიტიკა, ეს კიდევ უფრო ამძიმებს იმ რეალობას, რაზეც გესაუბრებით და რაც სამწუხაროდ, მოხდა. თქვენ რასაც მეუბნებით, თუ ეს მართალია, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? გამოდის, რომ წინა ხელისუფლებამ იცოდა ეს ყველაფერი და არ გადადგა შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯები. ეს ხომ უცებ, ერთ-ორ დღეში არ მომხდარა? ეს ხომ პროცესი იყო? დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ზედმიწევნით კარგად იცოდნენ, რადგან არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ყველა მიმართულებით მუშაობდნენ. ინფორმაცია უნდა ჰქონოდათ ამ ყველაფერზე, მით უმეტეს, როცა ტელევიზიით ჟღერდებოდა. თუ იცოდნენ, რომ უდიდესი გამოწვევის წინაშე იდგა ქვეყანა, არსებობდა პრობლემა და არ გადადგეს შესაბამისი ნაბიჯები, ეს ძალიან მძიმე ფაქტი და უდიდესი დანაშაულია. ის, რომ ქვეყანას ომი ვერ აარიდეს, იმ პოლიტიკის შედეგია, რომელიც სააკაშვილის ავანტიურული ქმედებებით ხორციელდებოდა

თქვა "ქართული ოცნების" მერმა, კახა კალაძემ, აგვისტოს ომზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა