„ეს არის ეროვნული ინტერესების დაზიანება. აქედან გამომდინარე, გამოძიება ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსნის მიმართ უნდა დაიწყოს, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს. მათ ბოდიში უნდა მოიხადონ, რადგან ცოტა ხანში ამას არც ბოდიში და არც ეს პოლიტიკური შურისძიების გამოძიებაც არ უშველის. ამ ყველაფრით საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები ზიანდება და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე აზიანებს“.
თქვა ფრაქცია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, ვიკა ფილფანმა.