„კობახიძის და კალაძის 8 აგვისტოს განცხადებებიც, რა თქმა უნდა, ამის პრელუდიაა. სწორედ ესაა ამოხსნა იმ „ანტირუსოფობიული“ კამპანიის, რამდენიმე დღის წინ რომ დაიწყეს „ქოცებმა“ ერთი შეხედვით გაუგებრად და აუხსნელად.
ნუ გადავიტანთ ყურადღებას მეორეხარისხოვან დეტალებზე: არ სჭირდება ჩვენი დაცვა არც სუხიშვილებს, არც ნიკა რაჭველს და არც პაატა ბოჭორაძეს. მთავარზე ვკონცენტრირდეთ: უმძიმესი ამბები გვიახლოვდება და სამშობლოა დასაცავი”
ამბობს ნიკა გვარამია.