logo
ENG


ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის — სანამ ოპოზიციაში იქნება ეს ძალა
  • 247ნახვები

დაახლოებით 10 წელია, მე აქტიურ პოლიტიკაში ვარ. მანამდე, 2012 წლის შემდეგ, მქონდა შეხება, მაგრამ აქტიურ პოლიტიკაში არ ვყოფილვარ. დაახლოებით 8-9 არჩევნები გამოვიარე და ამ არჩევნებში გავიმარჯვეთ. საზოგადოებას უნდა ვუთხრა, რომ ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის — სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა, რომელიც ზიზღისა და სიძულვილის კამპანიას ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს, ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის. ეს ძალიან კარგია — ჩვენ რომ ვიმარჯვებთ, მაგრამ საქართველოსთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გაჯანსაღდეს ჩვენი გარემო, არ იყოს ზიზღი და სიძულვილი. [...] სანამ ოპოზიციური ფლანგი არ გაიწმინდება, იქამდე დიდი ნაბიჯებით განვითარება გაჭირდება.



ასევე ნახეთ
close დახურვა