ღარიბაშვილის საქმე ზეპირად ისწავლონ ივანიშვილის დღევანდელმა მსახურებმა, ჩინოვნიკებმა, ძალაუფლების გამამართლებელმა ფინანსურმა სექტორმა, რადგან მათი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ “უანგარო” სამსახური ივანიშვილისთვის - ასე დასრულდება.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილს გამოეხმაურა. ღარიბაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ "დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას". როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ხვალ, 18 აგვისტოს ვრცელ წერილს გაავრცელებს.