logo
ENG


წითლიძე: ღარიბაშვილს ოჯახის წევრების გადასარჩენად ერთი გამოსავალი აქვს - ილაპარაკოს სიმართლე
ანა წითლიძე
17 აგვ, 2026 21:50
წითლიძე: ღარიბაშვილს ოჯახის წევრების გადასარჩენად ერთი გამოსავალი აქვს - ილაპარაკოს სიმართლე
  • 2989ნახვები

ღარიბაშვილს საკუთარი თავის და ოჯახის წევრების გადასარჩენად ერთადერთი გამოსავალი აქვს: ილაპარაკოს სიმართლე ყველა იმ სიბინძურეზე, რაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით ამ ქვეყანას დამართა.

სხვანაირად, ადრე თუ გვიან, მის ოჯახის წევრებსაც დაიჭერს ბიძინა და საბოლოოდ ღარიბაშვილიც ისე დაასრულებს, როგორც რიჟვაძე — უბრალოდ, რიჟვაძისგან განსხვავებით, მას შეიძლება არ გაუმართლოს.

მაფიოზური/ოლიგარქიული მართვის სტილი ასეთია — სისტემა საკუთარი შვილებს ჭამას იწყებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილს გამოეხმაურა. ღარიბაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ "დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას". როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ხვალ, 18 აგვისტოს ვრცელ წერილს გაავრცელებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა