დიდი ხანია გაყუჩებული ვარ და არაფერს ვამბობ. ვფიქრობ, ჩემი იმით სახელმწიფო ან რამე არ დავაზიანო. ხშირად ვამბობთ, შევრიგდეთ, გავერთიანდეთ და შეხედეთ - ერთი მხრიდან არის ის „რუსები“, „რუსები“ - რუსებს ეძახიან ვიღაცებს, მეორე მხარე იძახის, „აგენტები“, „აგენტები“, „აგენტები“ - რეალურად, ამით შევრიგდებით? ვის საქმეს ვაკეთებთ, ხომ?!
მარტივად აგიხსნით, თუ იმის შნო არ გქონდა, რომ მარტივად დაილაპარაკებ, ეს იქნება შენი ოკუპანტი, თუ არა ოკუპანტი, ნებისმიერთან უნდა შეგეძლოს დალაპარაკება, რომ შენი ინტერესი გაატარო. თუ ყველას ვერ დაელაპარაკე, მსოფლიო დიდია და შეგვჭამენ...
ეკლესია საქართველოსთვის ყოველთვის დადგება, უბრალოდ, არ გვინდა, ჩვენ მხარე ვერ გავხდებით, მაგრამ გვინდა, რომ ერთმანეთთან პატივისცემა იყოს, ეს სულელური რაღაცები არ გრძელდებოდეს და გავჩერდეთ. ვინმე თუ კიდევ დააპირებს ჩემზე პასუხის გაცემას, ვანახებ, როგორ უნდა პასუხის გაცემა, როგორც უნდათ ისე მიიღონ. ქართველები ვართ და დაგვაცადონ წესიერად ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში.
ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩემი სათქმელი ეს იქნება - ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს, ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად. ვიცი, რასაც ვამბობ და თქვენც მიხვდებით, რაზე არის საუბარი, თქვენ თუ არა, ადრესატები მიხვდებიან და ვიყოთ ჭკვიანად....
არავის ეგონოს, რომ რამეს გავატარებთ. ქართველები ვართ, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და გონზე მოვიდეთ. გონზე მოვიდეთ და ეს მასკარადები აღარ გვჭირდება, თორემ, რაც მითქვამს არ გამართლებულა? დღემდე, სამწუხაროდ, სწორი მოქცევა ვერ ვისწავლეთ, ვერც ერთმანეთთან, ვერც ღმერთთან და ვერც მოყვასთან
თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვაზე ქადაგებისას.