გია ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით იმ რეჟიმის მიერ, ვინც ოკუპანტს ბოდიშს უხდის, ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია და დატოვა რუსეთის წინაშე მეგობრების გარეშე, თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა ბელორუსის უშიშროებასთან და სრული კარტ-ბლანში მისცა ქვეყანაში ცალკე რუსულ სპეცსამსახურებს და ცალკე პრორუსულ ჯგუფებს, საკუთარ ქვეყანას დააბრალა ომის დაწყება და ე.წ. საპარლამენტო კომისიის დასკვნაც კი დაწერა ამაზე, რომელმაც გაანადგურა ქვეყნის თავდაცვა და უსაფრთხოება, რომელსაც ფარცხალაძე ჰყავდა გენერალურ პროკურორად და რომელსაც დღემდე მხოლოდ მოსკოვიდან აქებენ და ადიდებენ - არის ჩვეულებრივი რუსული, თავხედური ცინიზმი.
90-იანებიდან მოყოლებული, გია ბარამიძე იბრძოდა ამ ქვეყნის ყველა ომში და მიუხედავად ჩვენს შორის შეხედულებების განსხვავებისა არაერთ საკითხთან მიმართებაში, ის არის ერთერთი გამორჩეულად გაბედული და ამ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი.
არ სჭირდება დამატებით გამხნევება, მაგრამ ჩემი სრული მხარდაჭერა მას და ყველას ვინც დღეს რეჟიმის ტყვეობაშია.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურა გირჩი ჯაფარიძე, გიორგი ბარამიძის დაკავებას გამოეხმაურა.