logo
ENG


სანიკიძე: ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთის ფედერაციას
  • 184ნახვები

"ქართული ოცნების" მხრიდან ამ მუხლის წარდგენა ნებისმიერი ჩვენი პატრიოტი თანამოქალაქის მიმართ არის მარაზმი და ტრაგიკული მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის. ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას და ქართულ სახელმწიფოს ბრალს დებს საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებაში, რომელიც გორიდან უხდის ბოდიშს ოს და აფხაზ სეპარატისტებს, რომელიც თანამშრომლობს ბელარუსის „კგბ“-სთან, რომელსაც გენერალურ პროკურორად ჰყავდა კაცი, რომელიც დღეს აგროვებს მოხალისეებს უკრაინის წინააღმდეგ საომრად, ამ ხელისუფლებამ როგორ შეიძლება ვინმეს წინააღმდეგ, არა თუ გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ, აღძრას საქმე სამშობლოს ღალატის მუხლით? ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც ჩემი აზრით, დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთის ფედერაციას. 

იმ პირობებში, როდესაც საზოგადოება კარგად ხედავს "ქართული ოცნების" გუნდის შიგნით განხეთქილებას, მათ სჭირდებოდათ კიდევ ერთხელ ჩვენება საკუთარი ამომრჩევლისთვის, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გარდა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებსაც ვიჭერთ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება. სანიკიძე აღნიშნავს, რომ ბარამიძის დაკავება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.



ასევე ნახეთ
close დახურვა