არ ვიცი, რას უკავშირდება გია ბარამიძის დაკავება. არაფერს არ უკავშირდება, წარმოუდგენელია ასეთი რამ. ჰყავთ ამათ ოფიციალური მოღალატე, ოთარ ფარცხალაძე, რომელიც იყო მათი გენერალური პროკურორი. ეს გაარკვიონ, როგორ იყო გენერალური პროკურორი. როცა ამერიკელებმა თქვეს, რომ ფარცხალაძე KGB-ს აგენტი ყოფილა და ჩვენ გვაქვს მტკიცებულებებიო, ყველამ დაიწყო ყვირილი, დაწყებული ეროვნული ბანკის თავმჯდომარით, რომ ჩვენ უნდა ვნახოთ ეს მტკიცებულებები და ჩვენ უნდა შევაფასოთო. აქ, კი, რაღაც ნათქვამზე, ისტორიულ საკითხზე, რომელიც არაფერთანაა კავშირში, მოღალატეობაზე საუბრობენ. ეს არის პოლიტიკური პროცესი, აბა, რა არის?!
ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, გიორგი ბარამიძის დაკავებას გამოეხმაურა.