ჩვენი მკაფიო დამოკიდებულება, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას, ჩვენი დმაოკიდებულება ოკუპაციასთან დაკავშირებით, ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით, უკრაინის ომთან დაკავშირებით, სხვა საერთაშორისო თემებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გამოხატული, ჩვენს სახელმწიფოს, ხელისუფლებას აქვს გამოხატული.
აქ მეორე საკითხია ერებს შორის ურთიერთობა. თან საუბარია მეზობელ ქვეყანაზე. მეზობელზე, რომელიც ვერსად ვერ წავა და არსად არ წავა და მეზობელ ხალხზე, რომელიც ყოველთვის აქ იქნება. პოლიტიკა ხან ისე იქნება და ხან ასე იქნება, მაგრამ ხალხი ყოველთვის დარჩება იქ სადაც არის. ჩვენ ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად.