როცა პრემიერობას დავასრულებ, შეიძლება ჩემთან დავბრუნდე, კიევში. იმიტომ, რომ ჩემი სახლი ასევე არის კიევი. შეიძლება, 2 წელიც არ დამჭირდეს პრემიერობა. როგორც კი გამოვიყვანთ [ამ მდგომარეობიდან] საქართველოს და დავაყენებთ განვითარების რელსებზე. ნამდვილად არ მიზიდავს არც ერთი კაბინეტი, გარწმუნებთ, არაფერში მჭირდება პირმოთნეობა, ნამდვილად არ მამოძრავებს ხელისუფლებაში ყოფნის ამბიციეები. მე ისტორიაში უკვე ვარ შესული. ისტორიის რეგიობის. ყველაზე ცნობადი პოლიტიკოსი ვარ მრავალი მილიონით დასახლებულ, დედამიწის უზარმაზარ ნაწილზე. მე მაქვს დიდი საერთაშორისო სახელი, მყავს ბევრი მიმდევარი, მაგალითად, ცნობილი ყაზახი მილიარდერი მოვიდა და ჩემთან მუშაობს, მითხრა, რაღაცა მინდა ვისწავლო შენგან, რომ გამოვადგე შუა აზიას და ჩვენს რეგიონსო.