logo
ENG


მდინარაძე: არ არსებობს სფერო, სადაც არ არის ძირეული და სერიოზული წინსვლა
  • 325ნახვები

არ არსებობს სფერო, სადაც არ არის ძირეული და სერიოზული წინსვლა. მაგალითად, აგროპროექტებში. ბოლო წლებში 400 მილიონი დოლარით გაიზარდა ქართული პროდუქციის ექსპორტი და როდესაც ასეთი ინერცია გაქვს აღებული ეროვნულ პროდუქციაზე, ეს განსაკუთრებით საამაყოა. 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი გზაა გაკეთებული, მათ შორის, შიდა გზები, ვიდრე წინა პერიოდში. მაინცდამაინც წინა წინა ხელისუფლების დროს არ ვადარებ. საუბარია ზოგადად 2012 წლამდე. წყალმომარაგება - მაქსიმალური შედეგი იყო ქვეყნის მოსახლეობის 25%-ის მომარაგება. დღეს კი 50%-ს გავცდით. ოპონენტები საუბრობენ ხოლმე სიღარიბეზე. 2002-2012 წლებში 4% პროცენტით დაიკლო ამ ქვეყანაში სიღარიბემ. ხოლო 2012 წლის შემდეგ, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 10%-ზე მეტით შემცირდა.

თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ზესტაფონში ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბეჟან წაქაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას.


ასევე ნახეთ
close დახურვა