logo
ENG


ბოკერია: მთავრობა უნდა იყოს მოქალაქის უსაფრთხოების გარანტი და არა ცუდი ძიძა, ივანიშვილივით
გიგა ბოკერია
29 სექ, 2020 12:50
ბოკერია: მთავრობა უნდა იყოს მოქალაქის უსაფრთხოების გარანტი და არა ცუდი ძიძა, ივანიშვილივით
  • 378ნახვები

ყველა შეთანხმებულია, რომ ეს ხელისუფლება უნდა დასრულდეს, მაგრამ ჩვენ, ევროპული საქართველო, სხვებისგან იმით განვსხვავდებით, რომ გვაქვს კონკრეტული გეგმა, ხედვა, პასუხისმგებლობა, ვალდებულება იმისი, რასაც გავაკეთებთ. ჩვენ ვიცით, რომ მთავრობა უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ პირობები შეუქმნას ხალხს, რომელსაც უნდა საკუთარი შრომით ბედნიერების მოპოვება. რაც დღეს ხდება, როცა ყველა ჩვეულებრივი მოქალაქის ხარჯზე მთავრობის ბიუროკრატები თავს იმდიდრებენ, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის ამოსავალი წერტილი. ეს არის მთავარი საკითხი, რაშიც უნდა მოხდეს გარდატეხა. ჩვენ დავწევთ გადასახადებს, ქონებას კერძო საკუთრებაში მივცემთ ხალხს და ყველას მივცემთ შანსს, რომ საკუთარი შრომით, საკუთარი გარჯით მოიპოვოს თავის კეთილდღეობა და მთავრობა იყოს მისი უსაფრთხოების დამცველი, გარე საფრთხისგან დამცველი და არავითარ შემთხვევაში ის ცუდი ძიძა, რომელიც ივანიშვილის მთავრობა გვთავაზობს დღეს. 

თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარტიის ღონისძიებაზე. ევროპულმა პირობითი პარტიული სია წარადგინა.


ასევე ნახეთ
close დახურვა