logo
ENG


მელაშვილი: ციხე ვერ გამტეხს, მაგრამ ამ ბრალდებას მე ვერ შევეგუები
  • 1202ნახვები

დოკუმენტში მოყვანილი რაღაც ფაქტები ერთია, მაგრამ აწყობილია დილეტანტურ მიდგომაზე, რომ რაღაც ორასი ათასიანი რუკით საქართველომ რაღაც ტერიტორიები დაკარგა. ეს არის იდეაში ვიღაცის მიერ რუკის ხაზებით შეფარდებული ტერიტორია, ეს არ არის, რომ საქართველოს საზღვარი იყო, სადაც მესაზღვრეები იდგნენ. ეს აიღო ვიღაც დილეტანტმა და რაღაც ხაზები დაადო.

ეს არის ზუსტად ქვეყნის ღალატი, როდესაც ამ საკითხის წამოწევა ხდება. 1929 წელს და 1938 წელს არის დადგენილი საზღვარი. ვიღაც დილეტანტი და პროვოკატორი ამბობს, აი ეს რუკა გამოიყენეთ. ეს ნიშნავს, რომ შენ უნდა დაუბრუნდე 1929 წლის მდგომარეობას. 1997-1996 წელს ვითხრიდით თვალებს მე და ეს ქალბატონი. სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ ეს შედარება გავაკეთეთ და მაგიტომ მივიჩნიეთ, რომ ეს გამოყენებისთვის უვარგისია.

არ ვაპირებ ამ ბინძური ბრალდებით ვიარო. დაანებეთ ამ პოლიტიკობანას თავი. არა ხართ ეს უწყება, რომ უნდა ერეოდეთ პოლიტიკაში. გავა ეს არჩევნები და ხვალ და ზეგ ერთმანეთს ხომ უნდა ვუყუროთ თვალებში. ვერც ციხე ვერ გამტეხს, მაგრამ ამ ბრალდებას მე ვერ შევეგუები, ჩემს უკან ოჯახია, წინაპრები და ის, რომ ქართველი ვარ. ეს არის სიბინძურემდე მისული რაღაც. თემა სენსიტიურია და თითოეული გაუაზრებელი განცხადება პროცესს ვნებს. არსად გაქცევას და მიმალვას არ ვაპირებ, ვერც გაქცეული და ვერც სადმე მყოფი მე ამისთანა ბრალდებები ვერ მცვლის

ამის შესახებ დავით გარეჯის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულმა, ივერი მელოშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.


ასევე ნახეთ
close დახურვა