logo
ENG


სააკაშვილი ოცნებაზე: ესენი აპირებენ, სიტუაცია მიუშვან, ბევრი დაიხოცოს და არჩევნები მოიპარონ
  • 929ნახვები

ახლა შეზღუდვებს არავითარი აზრი აღარ აქვს. ესენი აპირებენ, რომ არჩევნებამდე მიუშვან სიტუაცია, მაქსიმალურად ბევრი ადამიანი დაავადდეს, მაქსიმალურად ბევრი ადამიანი დაიხოცოს, არჩევნები მოიპარონ და მერე მეორე დღეს გამოაცხადონ, რომ კოვიდია, კომენდანტის საათი, ცხვირი არ გამოყოთ, ყველა სახლებში დარჩით იმიტომ, რომ დაავადებაა. ეს არ გაუვათ. არჩევნების ეს სცენარი, რაც აქვს ივანიშვილს დაწერილი და აწყობს ახლა დაავადების მიშვება, უნდა დავამთავროთ 31-ში.

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "მთავარის" ეთერში განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით ხელისუფლების ნაბიჯები მწვავედ გააკრიტიკა და თქვა, რომ მმართველი გუნდი პანდემიას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.


ასევე ნახეთ
close დახურვა