logo
ENG


შალვა ნათელაშვილი: საპატრიარქო პროღმერთისტული უნდა იყოს
  • 479ნახვები

საპატრიარქოში სამწუხაროდ არსებობს პრორუსული ფრაქცია, საკმაოდ ძლიერი და გავლენიანი, რომელიც აკეთებს რუსეთის საქმეს და პრაქტიკულად იმართება რუსეთის საპატრიარქოდან. არიან მეუფეები, რომლებიც რომ დასჭირდებათ ჩავარდებიან ვაშინგტონში და აკეთებენ პროამერიკულ განცხადებებს და თუ დასჭირდათ, ჩავარდებიან მოსკოვში და აკეთებენ პრორუსულს. ჩვენ გვჭირდება ეროვნული საპატრიარქო, რომელიც არავისტი არ იქნება. როგორ შეიძლება საპატრიარქო იყოს პრორუსული, პროამერიკული, პროევროპული. პროქართული, პროქრისტიანული, პროღმერთისტული უნდა იყოს. სად გაგონილა პოლიტიკური ორიენტაციები შიგნით და გარეთ ჰქონდეს ღვთის მსახურებს.

ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ფორმულას ეთერში, გადაცემაში "საქართველო ირჩევს" განაცხადა.


ასევე ნახეთ
close დახურვა