logo
ENG


გახარია: მსგავსი აქციები ვირუსის გავრცელების მექანიზმია
  • 371ნახვები

სახელისუფლებო გუნდი გამოხატვის თავისუფლებას არასდროს არ შეზღუდავს. ჩვენ ეს არ გვჭირდება, თუმცა ფაქტი არის ის, რომ მსგავსი აქციები არა რისკის შემცველი, არამედ ვირუსის გავრცელების მექანიზმია. ეს არის ეპიდემიოლოგების შეფასება და ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ როგორ ითარგმნება ეს ყველაფერი ინფიცირების რაოდენობის ზრდაში. რა თქმა უნდა, აქ პირდაპირი კავშირია. ჩვენ იძულებულები ვიქნებით გარკვეული ღონისძიებები მივიღოთ, თუმცა არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნაწილში. ჩვენ გავაგრძელებთ წერტილოვან შეზღუდვებს იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად მობილობა დაგაგდოთ

განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში საპროტესტო ტალღასთან და დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით. ეს განცხადება პრემიერმა იმედის ეთერში გააკეთა.


ასევე ნახეთ
close დახურვა