ის, რაც ხდება თბილისში, რაც ხდება ბათუმში, რაც ხდება მთელს საქართველოში, არის ნამდვილი გმირობა, სამოქალაქო გმირობა თითოეული მონაწილისგან. მინდა ოპოზიციის ყველა ლიდერის ერთიანობას მივესალმო. იმედზე ატრიალებენ 7 ნოემბრის კადრებს. მინდა ყველას შევახსენო, 7 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ მე გადავდექი პრეზიდენტის პოსტიდან. ამათ მოაწყეს 20 ივნისი და გახარია დააწინაურეს. 2012 წელს მე სრულიად მშვიდობიანად გადავეცი ძალაუფლება... ივანიშვილმა ახლა წააგო არჩევნები. ის არ აპირებს ძალაუფლების გადაცემას და აპირებს ძალადობით შეინარჩუნოს ეს ძალაუფლება - ეს მას არ გამოუვა! რაც უფრო მეტად შეეცდება ამას, მით უფრო ცუდად დაამთავრებს. ხელები შორს მშვიდობიანი მომიტინგეებისგან! საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. იმ წუთში, როდესაც ქართველი ხალხი და ოპოზიციური ლიდერები ჩემს ჩართულობას გადაწყვეტენ დავემორჩილები მათ. მე არც ერთი თანამდებობა არ მსურს, ახლა ყველას ქვეყნის გადარჩენა გვსურს და ასეც იქნება