logo
ENG


დავით ლოლაძე: ჯანდაცვის სისტემა არათანმიმდევრულია და ალბათ, ყველას გაუჭირდება დაუჯეროს მას
დავით ლოლაძე
23 ნოე, 2020 21:55
დავით ლოლაძე: ჯანდაცვის სისტემა არათანმიმდევრულია და ალბათ, ყველას გაუჭირდება დაუჯეროს მას
  • 5696ნახვები

ცოტა ადრე მოგვივიდა გმირობანას თამაში, ცოტა ადრე გამოვაცხადეთ გამარჯვება. შეუძლებელია, ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელებული დაავადების, რომელმაც პანდემიის ფორმა მიიღო, მართვა და მასთან გმირის მანტიით სიარული. შეუძლებელია პროგნოზირება რამდენი ინფიცირებული გვეყოლებოდა ამ დროისთვის. როცა 20 შემთხვევაში გამოვაცხადეთ ჩაკეტვა და გავჩერდით, მაშინ ეს არ უნდა გაგვეკეთებინა. ჩაკეტვისთვის უნდა მოვმზადებულიყავით ახლა, არა იმ ფორმის ჩაკეტისთვის, როგორც მაშინ ჩაგვკეტეს, არამედ შეზღუდვებისთვის. დღეს ადამიანებს შეზღუდვის საჭიროებას ვეღარ ვაჯერებთ. ჩავკეტეთ 20 შემთხვევაში, შემდეგ დავუშვით პრაქტიკულად სრული გახსნა - რესტორნები, დასვენება, ბათუმის სანაპიროებზე ჩასული მთელი საქართველო. შემდეგ დავბრუნდით რაღაც გარკვეულ შეზღუდვებზე, რომელიც ორი დღით მოვხსენით, შვებულებაში გავიდა კოვიდი? როდესაც არათანმიმდევრულია ჯანდაცვის სისტემა, სფერო, რომელიც პასუხისმგებელია რეკომენდაციებზე, ალბათ, ყველას გაუჭირდება, რაიმე დაუჯეროს

ამის შესახე კლინიკა "ჰელსიკორის" კლინიკურმა დირექტორმა დავით ლოლაძე გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა" განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა