logo
ENG


მეგრელიშვილი: ახლა ის პრობლემა გვაქვს, რომ არავინ იცის, რატომ აგინებენ ერთმანეთს დედას
  • 707ნახვები

ჩვენ მივილტვით იქითკენ, რომ შესრულდეს 20 ივნისის მოთხოვნები. 20 ივნისის მოთხოვნები მდგომარეობდა შემდეგში, რომ ამ ქვეყანაში იყოს ნებისმიერ დონეზე, პარლამენტშიც და ადგილობრივ არჩევნებზეც  პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით, რაც საშუალებას აღარავის აღარ მისცემდა, დაეყენებინა ის მდგომარეობა, რომელიც დადგა 31 ოქტომბერს. 

მაგალითად, ალეკოსთვის თუ ცესკო-ს რეფორმირება უკვე საკმარისია, ჩემთვის ეს არის ინსტრუმენტი იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც მე მჭირდება. ანუ, ის, რაც ალეკოს მოსწონს, არის ჩემთვისაც მოსაწონი, მაგრამ შემადგენელი კომპონენტია იმის, რისთვისაც ვიბრძვი. ამ ბრძოლაში მე მჭირდება სხვა პოლიტიკური პარტიები, გარდა ალეკოსი და ამ ბრძოლაში მე მჭირდება ნაციონალური მოძრაობაც კი. 

ეს უნდა იყოს დისკუსიის, მსჯელობის შედეგად შემდგარი კონსენსუსი და არა ერთმანეთისთვის დედის გინება. რეალურად, ახლა პრობლემა გვაქვს იმაში, რომ კაციშვილმა არ იცის ვინ რატომ აგინებს ერთმანეთს დედას.

გირჩის ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის პოზიცია საარჩევნო სისტემის რეფორმის სანაცვლოდ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მოსწონს, თუმცა სხვა პოლიტიკური პარტნიორებიც სჭირდება, ამ პოზიციის გასამყარებლად. 



ასევე ნახეთ
close დახურვა