logo
ENG


ნონიაშვილი ISFED-ზე: ასეთ დროს ან ცდილობ ნდობა შეინარჩუნო ან ამბობ, რომ გაფუჭდი/გაგაფუჭეს
  • 2447ნახვები

1. პრობლემა გვაქვს ცესკოსთან და ხელისუფლებასთან და არა სხვასთან. (გაყალბება, მოსყიდვა). მთავარია ამასობაში ეს არ დაგვავიწყდეს.

2. ISFED-ი არის ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია ნდობაც და რეპუტაციაც. ახლა, ერთპარტიული პარლამენტის სხდომის პირველ დღეს ამბობს - უი, რაღაც შეგვშლია ხმების პარალელურ დათვლაშიო და ოცნებას 2%-ს ვუმატებთო. წესით, გააზრებული უნდა ჰქონდეთ ამას, რომ ბრაზი და უნდობლობა მოჰყვება. მშვიდად უნდა შეხვდნენ.

3. რა მიზეზითაც არ უნდა მოსვლოდა ISFED-ს ეს, პასუხისმგებლობა მხოლოდ მასზეა. ვინც არ უნდა მართავდეს, ვინც არ უნდა იყოს ბორდში, სულ რომ ჩვენი და-ძმები იყვნენ, მაგაზე თვალის დახუჭვა არ მგონია სწორი. ასეთი მშრალი განცხადება არ ივარგებს. უფრო მეტის ახსნის საჭიროებაა. ასეთ დროს ან ცდილობ ნდობა და რეპუტაცია შეინარჩუნო ან ამბობ რომ გაფუჭდი/გაგაფუჭეს.

4. ეს ამბავი იძლევა ბევრი მიზეზის დაშვების საშუალებას. გიჟურიც რომ იყოს. მაგალითად: მართლა "ექსელმა აურია"; ქვეყნის გარედან, თუნდაც დონორი ამერიკელებისგან მიწოლა; შიდა სპეც.სამსახურების შანტაჟი, რეკტურება და ა.შ.

5. ISFED-ის ხმების პარალელურ დათვლაში რა შედეგიც არ უნდა დამჯდარიყო, ასახავს მხოლოდ აღრიცხულ ხმებს და არა მის უკან მდგომ პროცესს(გაყალბება, მოსყიდვა). უცვლელი რჩება ისიც რომ საარჩევნო უბნებში 8%-იანი დისბალანსია.

 

ასე გამოეხმაურა ფლანგვის დეტექტორის ერთერთი დამფუძნებელი გიორგი ნონიაშვილი ISFED-ის პარალელური დათვლის განახლებულ შედეგებს, როლის თანახმადაც ქართული ოცნების მაჩვენებელი გაუმჯობესდა და 47.6%-მდე გაიზარდა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა