logo
ENG


კალაძე ივანიშვილზე: მადლობა მას, პოლიტიკოსად ჩემს ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი აქვს
კახა კალაძე
11 იან, 2021 15:20
კალაძე ივანიშვილზე: მადლობა მას, პოლიტიკოსად ჩემს ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი აქვს
  • 773ნახვები
მინდა, განსაკუთრებულად გამოვყო დემოკრატიის ხარისხის ზრდა, სიტყვის თავისუფლების ხელშეუხებლობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საარჩევნო რეფორმა, რომელმაც ქვეყანა მაქსიმალურად გაარიდა ავტოკრატიული რეჟიმების შექმნის საფრთხის კრიტიკულ ზღვარს.
 
საპარლამენტო რესპუბლიკა, საპრეზიდენტო ინსტიტუტის ფუნქციების სწორედ განსაზღვრა, პროპორციული არჩევნები... ეს არის ის უდიდესი დამსახურება, რასაც მე პირადად ამ ადამიანის პოლიტიკურ და სამოქალაქო ნებას, პოზიციას მივაკუთვნებ და ამის ფასს კიდევ უფრო კარგად დაინახავს მთელი საქართველო, ჩვენი ქვეყნის პარტნიორები, მეგობრები, უკლებლივ ყველა, ვისაც აინტერესებს და გულშემატკივრობს ჩვენს ქვეყანას.
 
ბედნიერი ვარ, რომ როცა პოლიტიკაში ჩემი კარიერის დაწყება გადავწყვიტე, ამ გზის გავლა ივანიშვილთან ერთად მომიწია და მომეცა საშუალება არა მარტო რეჟიმის დემონტაჟში მიმეღო მონაწილეობა, არამედ თვისობრივად ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაშიც.
 
დიდი მადლობა მას, ვინაიდან ჩემს პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული.
 
ბიძინა ივანიშვილის როლი შეუფასებელია და ვფიქრობ ის ნდობა და მადლიერება, რასაც ჩვენი მოქალაქეები წლებია "ქართული ოცნების" მხარდაჭერით გამოხატავენ, არის საუკეთესო შეფასება.

თბილისის მერი პოლიტიკიდან და პარტიული თანამდებობიდან წასვლის შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა