logo
ENG


მელაშვილი: არ ვეთანხმებოდი გირაოს, არანაირი ბრალეულობა არ მიგვიძღვის, უსაზიზღრესი ბრალდებაა
  • 988ნახვები

საზოგადოების და ჩემი ადვოკატების დამსახურებაა ის რომ პატიმრობიდან გაგვათავისუფლეს. იმედი გვაქვს რომ გავიმარჯვებთ...უბრალოდ დაკავების შანსიც არ არსებობდა, მაგრამ დამაპატიმრეს, ყველაფერს ველოდებოდი ახლაც. კარგია ის რომ გამოგვიშვეს. გირაოს საერთოდ არ ვეთანხმებოდი, მაგრამ არც ეგ არის პრობლემა. არ ვეთანხმებოდი გირაოს, იმიტომ რომ არავითარი ბრალეულობა არ მიგვიძღვის - არც მე და არც ნატალიას. თავიდან ბოლომდე აბსურდულია, უსაზიზღრესი ბრალდებაა. ნამდვილად პოლიტიკური ნიშნით არის ეს ყველაფერი. ბოლომდე არის საკითხი მისაყვანი. ამისთანა აბსურდულ ბრალდებებს ბოლო უნდა მოეღოს. არაფერი იქ არ არის, რაც ჩაწერეს ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა.

განაცხადა კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულმა ივერი მელაშვილმა სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ. სასამართლომ მელაშვილსა და ილიჩოვას 20-20 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა